ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერზე ვიზიტორთა რაოდენობა 90%-ით გაიზარდა

ქედაში, ზღვის დონიდან 335 მეტრ სიმაღლეზე მახუნცეთის ჩანჩქერი მდებარეობს. ჩანჩქერს ტურისტული დანიშნულება აქვს და ბევრ მნახველს იზიდავს .აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები.

ჩანჩქერზე მისულ ტურისტს ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერებაც შეუძლია. ვიზიტორები რაფტინგთან ერთად ნავით გასეირნებაც შეძლებენ, მახუნცეთის ცენტრში აგრო ბაზარსაც შეხვდებით, სადაც ადგილობრივები თაფლს, მურაბებს, ბაქლავას, ჩურჩხელებს და ყიდიან.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობამ „აიპრესს“ განუმარტა ჩანჩქერზე ვიზიტორთა რაოდენობა 90% გაიზარდა. მათივე თქმით აროფიციალური მონაცემებით დღის განმავლობაში დაახლოებით 700-800 მნახველი სტუმრობს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ტურისტული ცენტრის მშენებლობისთვის – 47 499 ლარი დაიხარჯა.
შშმ პირთათვის ჩანჩქერთან მისასვლელი ადაპტირებული ბილიკების მშენებლობისთვის – 44 818

ჩანჩქერის სათავეზე არსებული ჭის მშენებლობისთვის – 6 079 ლარი;

ჩანჩქერის სათავე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის – 48 569 ლარი;
ხოლო ჩანჩქერთან ხიდისა და სარეგულაციო კედლების მშენებლობისთვის – 12 423 ლარი დაიხარჯა.
“ipress.ge’

სხვა ვიდეოები