ქედაში მდინარის ჯებირის მოწყობას ითხოვენ

ქედაში, სოფელ დანდალოში, გზას, რომელიც მოსახლეობას ცენტრთან აკავშირებს დაზიანების საფრთხე ემუქრება – ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ, ამბობენ, რომ ამ მონაკვეთზე მეწყრული პროცესები პერიოდულად ვითარდება, თუმცა ამ შემთხვევაში, შესაძლოა მდინარის ადიდებამ დააზიანოს. რაც მთავარია აქვეა ტრანსფორმატორი, საიდანაც სოფელი ელექტროენერგიით მარაგდება. სწორედ ამიტომ დანდალოელებს ეჭვი აქვთ, რომ მდინარის ადიდების შემთხვევაში არამარტო გზის, არამედ შესაძლოა შუქის გარეშეც დარჩნენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები