ქედაში “ნაციონალური მოძრაობა” რაიონული ორგანიზაციის ოთხმა წევრმა დატოვა

ქედაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რაიონული ორგანიზაციის ოთხმა წევრმა დატოვა. ინფორმაცია „აიპრესს“ უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ზვიად თურმანიძემ დაუდასტურა.

ზვიად თურმანიძის თქმით, პარტია მასთან ერთად ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იზოლდა ბარამიძემ, პოლიტსაბჭოს წევრმა ომარ ავალიანმა და მეორე წევრმა ამირან ბრომაძემაც დატოვა.

მისი ინფორმაციით, მასთან ერთად ომარ ავალიანის, იზოლდა ბარამიძე საქმიანობას პარტია “ევროპულ საქართველოში” გააგრძელებენ.

თურმანიძე “ნაციონალურ მოძრაობაში” სამომავლო გეგმებს ვერ ხედავს, რაც, მისი თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი გახდა.

„პარტია ნამდვილად დავტოვე. იმ პარტიაში ვერ ვხედავ  პერსპექტივებს, პარტიის დატოვების მთავარი მიზეზიც ეს გახდა. ეხლა „ევროპულ საქართველოში“ გადავედი. ჩემთან ერთად პარტია ქალთა ოთახის ხელმძღვანელმა იზოლდა ბარამიძემ, პოლიტ საბჭოს წევრმა ომარ ავალიანმა და მეორე წევრმა ამირან ბრომაძემაც დატოვა. ჩვენ სამი გადავედით “ევროპულ საქართველოში” და ამირან ბროლაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია სად გააგრძელებს მოღვაწეობას“- განაცხადა „აიპრესთან“ ზვიად თურმანიძემ.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები