ქედაში პირველი აჭარელი ექიმის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნება

ხვალ 15 საათზე, დაბა ქედაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში, პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის – ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართება.

ცერემონიას დაესწრებიან ადგილობრივი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, საგვარეულოს წარმომადგენლები.
ბიუსტი ქედაში მერიის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განთავსდება.

გახსნის ცერემონიას კი ორგანიზებას შერვაშიძეთა საგვარეულო გაუწევს. ცერემონიას მუსიკალურად ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა“ გააფორმებს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები