ქედაში ,,შინ მოვლის” მოხალისეებისათვის სასწავლო ტრენინგი ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულ ფონდის (NAF) -ის ორგანიზებით, დღეს ქედის მუნიციპალიტეტში ,,შინ მოვლის” პროგრამის ფარგლებში, მოხალისეებს საქართველოს ,,წითელი ჯვრის” ბათუმის ფილიალის მასტერ-ტრენერმა მარიამ წოწორიამ, პირველადი დახმარების თემაზე ტრენინგი ჩაუტარა. სწავლების მიზანი იყო, მოხალისეებმა შეისწავლონ პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტები და განსახორციელებელი ქმედებები კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მისვლამდე.

როგორც ცნობილია, პროექტი ქედაში ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, არბაითერ – სამარიტერ – ბუნდის (ASB) საქართველოში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით ხორციელდება.

“ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები