ქედაში სოციალური სახლი აშენდება

ქედაში, სოფელ ცივასულას დასახლებაში მერია საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს. ბინებს სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრები 16 ოჯახი მიიღებს, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ და გეოლოგიური დასკვნების მიხედვით აქ ცხოვრება საფრთხის შემცველია.

ქედის მერის ინფორმაციით ბინებს ოჯახები სახელმწიფოსაგან სიმბოლურ ფასად მიიღებენ. ოთხ სართულიანი სახლის პროექტისთვის ტენდერი 13 ათას 400 ლარზე გამოცხადდა. ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები