ქედაში, სოფელ გუნდაურაში საცხოვრებელი სახლის ეზოში ღვარცოფი შევარდა

უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესი განვითარდა ქედაშიც. სოფელ გუნდაურაში ჟორა მიქელაძის საცხოვრებელი სახლის ეზოში მიწის მასა ღვარცოფის სახით შევარდა.

როგორც გამგებლის წარმომადგენელი “აიპრესთან” აცხადებს ოჯახს საფრთხე არ ემუქრებათ, მისივე თქმით საცხოვრებელ სახლთან მეწყერის გასაწმენდად ტექნიკა უკვე მიემართება.

წყარო: “ipress.ge”

სხვა ვიდეოები