ქედაში სოფლის განვითარების ევროპული მოდელი დაინერგება

ევროკავშირმა ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტი წარადგინა. შეხვედრა ოფიციალურად გახსნეს ქედის მუნიციპალიეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჯანაშიამ.საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის შესახებ ისაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოსდაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულების პროექტის მენეჯერმა, ალვარო ორტეგა აპარისიომ. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივებს თავინთ გამოცდილებაზე ესაუბრეს ENPARD-ის პარტნიორებმა საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

“ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები