ქედაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული პარკი გაასუფთავეს

ქედასი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკში მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდა. 16-17 ოქტომბერს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული პარკი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს საჯარო მოხელეებმა, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ და შ.პ.ს , აგრეთვე ქედის რესურსცენტრის თანამშრომლებმა ნატანი მასალებისგან გაასუფთავეს. აქციაში ჩართული იყო ერთი ერთეული ტექნიკა.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები