ქედაში ტყე იწვის

ქედაში სოფელ ორცვასა და ძენწმანის საზღვარზე ტყე იწვის. ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის მასშტაბები. ადგილობრივების ინფორმაციით, შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.

ქედის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურები ადგილზე უკვე მიემართება. მერის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებიდან მოშორებითაა, თუმცა წინასწარ მისი გავრცელების საფრთხეზე ვერ საუბრობენ. ლევან გორგილაძის თქმით, მიმდინარეობს ასევე მოსახლეობის მობილიზება საჭიროების შემთხევაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩასართავად.

 

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები