ქედაში,,მყარი ნარჩენების მართვა”-სთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

,,დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III “-ის პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა”- ის კოორდინატორმა გიორგი სერგენკომ თემაზე ,,საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების (კერძოდ, ქლორის ძველი რეზერვუარები და ვადაგასული ქიმიკატები) და მათი საშიში ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე” შესახებ შხვედრა გამართა. პროექტის მიზანია: სუფთა გარემოს შენარჩუნება, სამეურნეო საქმიანობის გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება, სკოლებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებში საშიში ნარჩენების (ქიმიკატები/ქლორი) აღრიცხვა და ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე სახიფათო ნარჩენების უარყოფითი ზეგავლენის შემცირება.შეხვედრის ბოლოს ზედამხედველობის და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების დასმულ შეკითხვებს პროექტის კოორდინატორი გიორგი სერგენკო პასუხობდა.

“ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები