ქედაში“წითელ ნუსხაში” შეტანილი 200-ზე მეტი ხე მოიჭრა

კაკლის ხე, წაბლი, კოლხური მუხა – 200-ზე მეტი ხე საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძებისთვის ადგილის გასათავისუფლებლად, ქედაში “საქართველოს ელექტროსისტემამ” მოჭრა.

განკარგულების თანახმად, მოჭრილი ხეები კომპანიამ იმ ადგილზე უნდა დაასაწყობოს, რასაც სატყეო სააგენტო მიუთითებს. ელექტროსისტემაში გვითხრეს, რომ თუ მოჭრილ ხეებს მისადგომად რთული ადგილებიდან ვერ გამოიტანენ, კომპენსაციას გადაიხდიან. ხეების გასაყიდად სააგენტომ აუქციონი უნდა გამოაცხადოს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები