ქედელი ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა

„მომავლის ბანაკის“ პროგრამის – „განავითარე შენი რეგიონი“ ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს.
სამუშაო შეხვედრას, რომელსაც განწყობის შესაქმნელი არაერთი აქტივობაც ახლდა, ორგანიზებას მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება უწევდა.
ქედელი ახალგაზრდების საინტერესო ხედვებს რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, პერსპექტივებსა და განვითარების პოტენციალზე – მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას, პრეზენტირების უნარის განმტკიცებას და მათ აქტიურ ჩართულობას თვითმმართველობის მართვის საკითხებში.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები