ქედელი სპორტსმენების კიდევ ერთი წარმატება მაგიდის ჩოგბურთში

ქუთაისის ღია პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში, ვაიოს სექციის სპორტსმენებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.

გოგონათა შორის პირველი ადგილი – ელზა მახაჭაძემ მოიპოვა;
ვაჟთა შორის პირველობა კვლავ არავის დაუთმო -ანრი დევაძემ;
მეორე ადგილს დაჯერდა მარი დავითაძე;
მესამე ადგილს ლინდა ჩიკვაიძე;
წყვილთა შორის პირველობა არავის დაუთმეს ელზა მახაჭაძემ და ლინდა ჩიკვაიძემ
წყვილთა შორის მესამე ადგილი მოიპოვა ანრი დევაძემ – ანრი ჯაყელთან ერთად;
მესამე ადგილს დაჯერდნენ ასევე, ლინდა ჩიკვაიძე ანრი დევაძესთან ერთად.

პირველობაზე 9 სპორტსმენი მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდნენ.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები