ქედის ფოლკლორული ანსამბლების აუდიოალბომები გამოიცემა

ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, წლების განმავლობაში ნაგროვებ ფოლკლორულ მარგალიტებს, ფონდი ,,ქართული გალობის” ეგიდით წერენ და ალბომების გამოცემაზე მუშაოებენ.

ვინაიდან, დაპირებისამებრ, ფონდი სხვადასხვა წელს დაჯილდოვებულ ლოტბარებზე მონოგრაფიების გამოცემასთან ერთად, დაჯილდოვებული ანსამბლების აუდიოდისკების გამოცემას იწყებს, ქედაში ჩაიწერება ანსამბლ ,,ელესას” (მეორე ალბომი), ანსამბლ ,,იაგუნდის”, ანსამბლ ,,მოყვარეს” (მერისი) და ქედელი მეჭიბონეების პირველი ალბომები.

აღსანიშნავია, რომ „ელესა“ და „იაგუნდი“ 2013 და 2016 წელს დაჯილდოვდნენ ნომინაციაში „ახალგაზრდა ანსამბლი“, ხოლო ანსამბლი „მოყვარე“ უხუცესი ლოტბარის, ამირან თურმანიძის გუნდია, რომელიც წელს აჭარული სიმღერის შენარჩუნება-პოპულარიზებისათვის ფონდმა დააჯილდოვა ნომინაციაში „ქართული სიმღერის მოამაგე“.

როგორც უკვე აღინიშნა, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა” მეორე ალბომის გამოსაცემად მუშაობს. ანსამბლის რეპერტუარს 20 ახალი აჭარული ფოლკლორული სიმღერა შეემატა, რომელთა მოპოვებასა და აღდგენაზე ანსამბლის ხელმძღვანელი ირაკლი სირაბიძე, ლოტბარი ტარიელ მამალაძე და წევრები ერთობლივად მუშაობდნენ. ,,ელესა” მსმენელს, ტრადიციულად არაჩვეულებრივ რეპერტუარს პირდება.

ipress.ge

სხვა ვიდეოები