ქედის გამგებელმა ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა

მესამე წელია აღინიშნება ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, რომლის ფარგლებში 1925-26 წლებში დაბადებულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს და NAF-ის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობით ,,შინ მოვლის” პროგრამაში ჩართულ 9 ბენეფიციარს დავით დუმბაძემ, გამგებლის წარმომადგენელ ვაჟა აბულაძესთან და თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად დაბა ქედაში მარტოხელა მარო თურმანიძეს და სოფელ ორცვაში დარეჯან შოთაძეს დღევანდელი დღე მიულოცა და საჩუქრად თბილი სამოსი და ტკბილეული გადასცა. პროგრამით გათვალისწინებულ სიმბოლურ საჩუქრებს სულ 35 ბენეფიციარი მიიღებს. უხუცესებმა კმაყოფილება გამოთქვეს და მადლობა გადაუხადე თვითმმართველობას ყურადღებისათვის.

წყარო: “ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები