ქედის გოგონათა ნაკრები მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

“სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017”-ის ფარგლებში, ქედის გოგონათა ნაკრებმა გუნდმა 27 ივნის ქუთაისში პირველი ადგილი მოიპოვა და სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მაგიდის ჩოგბურთში დაიმსახურა. დასავლეთის ზონის პირველი ადგილის დამაჯერებლად მოპოვების შემდეგ, აღმოსავლეთის გამარჯვებულ გუნდებთან ფინალური თამაშები გამართა და უპირატესი გამარჯვებები ზედიზედ ორჯერ მოიპოვა. შედეგად 4 სპორტსმენი ვაიოს სექციიდან: ლინდა ჩიკვაიძე, ელზა მახაჭაძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი მომავალ წელს მალტაში გაემგზავრებიან.მწვრთნელები და ნაკრები გუნდი ოლიმპიურმა კომიტეტმა მედლებით, თასითა და სიგელებით დააჯილდოვა.

ipress.ge

სხვა ვიდეოები