ქედის მერია 658 აღსაზრდელს საახალწლოდ ტკბილეულით დაასაჩუქრებს

ქედის მერიის საახალწლო პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 15 საბავშო ბაღის 658 აღსაზრდელი, ტრადიციულად ტკბილეულის ფუთებით დასაჩუქრდება.  საახალწლო პრეზენტაცია, დღეს ქედის N 1 საბავშო ბაღის მოსწავლეებმა ოფიციალურად წარადგინეს, რომელსაც მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აიშე თებიძე ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს, საბავშო ბაღის ყველა აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ. როლანდ ბერიძემ მოსწავლეებს, აღმზრდელებსა და მშობლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა!  ღონისძიებები ყველა საბავშო ბაღში 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები