ქედის მერმა მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ქედის კულტურის ცენტრის სცენაზე წინა საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. ,,ჩემო პატარებო, განსაკუთრებულად ლამაზები ხართ დღეს!.. დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ და გისურვებთ ლაღ, ფერად და საინტერესო წლებს!…თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ … იმედი, ჩვენი! ” – ასე მიმართა ლევან გორგილაძემ პატარებს და 31 დეკემბერს, ქედის ცენტრში ნაძვის ხესთან კონცერტზე დაპატიჟა.

მოსწავლე- ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეებმა უაღრესად საინტერესო საბავშვო ზღაპარი ,,წელიწადის დრონი” დადგეს, რომელშიც მონაწილეობას დეკლამატორთა წრის ბავშვები ღებულობდნენ – რეჟისორი ლია მახარაძე.

ესტრადის წრის ახალგაზრდებმა მუსიკალური შოუ ,,ახალი წელი” მრავალფეროვანი რეპერტუარით წარმოადგინეს და თანატოლებს წინა საახალწლო განწყობა შეუქმნეს – ხელმძღვანელი მარინა ჯიჯავაძე. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილმა ლექსებმა.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები