ქედის მუნიციპალიტეტი საახალწლოდ 42 619 ლარს დახარჯავს

ქედის მუნიციპალიტეტში გასულ წელს შეძენილი ხელოვნური ნაძვის ხე აინთება. ამის შესახებ „აიპრესს“ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით ქედაში საახალწლო ღონისძიებები სავარაუდოდ 25 დეკემბრიდან დაიწყება, ღონისძიებები როგორც დაბა ქედაში, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სასოფლო კლუბებშიც გაიმართება. წელს ქედაში მოწვეული იქნება მიუზიკლი და ცირკი.

საახალწლო სამზადისისთვის ქედის მერიამ ტენდერი ორ ეტაპად გამოაცხადა. პირველი სასჩუქრე ფუთების და ნობათის შესაძენად, რომლის სატენდერო ღირებულება 12 365 ლარს შეადგენს, მეორე ტენდერი კი მიუზიკლის და ცირკის მოსაწვევად გამოცხადა , რომლის ღირებულებაც 30 254 ლარს შეადგენს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები