ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ 94 თანამშრომელია აქედან 68 მამაკაცია ხოლო 25 ქალი

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ 94 თანამშრომელია აქედან 68 მამაკაცია ხოლო 25 ქალი. მონაცემები აიპრესს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიაწოდა.

მუნიციპალიტეტში არც გამგებელი და არც მისი მოადგილეები არ არიან ქალები. გამგეობაში დასაქმებული თანამშრიმლებიდან ქალები ძირითადად მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციას იკავებენ.

ქედის გამგეობაში 12 განყოფილებიდან განყოფილების უფროსის პოზიციას სულ 2 ქალი იკავებს. 9 სამსახურიდან უფროსის პოზიციას 8 მამაკაცი იკავებს.

გამგეობაში დასაქმებული თანამშრომლებიდან ქალების რაოდენობა პროცენტულად 27% შეადგენს. გენდერული დისბალანსი შეინიშნება ქედის საკრებულოშიც სადაც 24 წევრიდან ქალი მხოლოდ ორია ქალი.

წყარო:  “ipress.ge”

სხვა ვიდეოები