ქედის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე თოვლის მაქსიმალური საფარი 20 დან 25 სმ-ია

ქედაში ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს. მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე თოვლის მაქსიმალური საფარი 20 დან 25 სმ-ია, ხოლო დაბლობში 5 სმ-აღწევს. უამინდობას არცერთ ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები არ შეუქმნია. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობის მიერ, ოპერატიულად იქნა დღის განმავლობაში გაწმენდილი მცირე მეწყერები სოფელ ზვარეში. ამ ეტაპზე ყველა მიმართულებითაა საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი.
ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს. ხვალ დილიდან კი მობილიზებული იქნება საგზაო დეპარტამენტისა და ქედის კომუნალურსერვისის მძიმე ტექნიკა და განხორციელდება საავტომობილო გზებისა და დაბის ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები