ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები 67 ობიექტზე ჩატარდება

ქედის მუნიციპალიტეტი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 694 ათას ლარს დახარჯავს,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

“სამუშაოები 67 ობიექტზე ჩატარდება. პრევენცია საყრდენი კედლის მოწყობას და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას გულისხმობს.

ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით, სამუშაოები ძირითადად იმ საცხოვრებელ სახლებთან ჩატარდება, რომლებიც საფრთხის შემცველ ზონაშია.”- აღნიშულია აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები