ქედის მუნიციპალიტეტში სტაბილური მდგომარეობაა

საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობა, დილიდან 15 მძიმე ტექნიკით აგრძელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს.
დღესვე გაიხსნება სოფელ ზვარის საავტომობილო გზა, სადაც აქტიური მეწყერი იყო და ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა სამუშაოების წარმოებადღის ბოლომდე დასრულდება მეწყრული პროცესების გამო რამოდენიმე ოჯახთან მისასვლელი საუბნო გზები.
სხვა მხვრივ, მუნიციპალიტეტის არცერთი მიმართულებით, საგზაო მიმოსვლა შეფერხებული არ არის.
ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნაწილობრივ მერისისა და დაბის სოფლებში.

მერიის საგანგებო შტაბი ყველა შემოსულ ინფორმაციაზე ოპერატიულად რეაგირებს. ამ წუთებში შტაბის წარმომადგენლები წონიარისში, თემურ ბარამიძის საცხოვრებელთან განვითარებულ მეწყერს ადგილზე ეცნობიან.
სტიქიის ზონებს, მერიის მიერ მოწვეული გეოლოგები, უახლოეს დღეებში შეისწავლიან.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები