ქედის საკრებულოს ერთი ქალი წევრი ეყოლება

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო რომელიც 24 წევრისაგან შედგება, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა. აქაც უმრავლესობით მმართველი გუნდი შედის. “ქართულ ოცნებიდან” 9 პროპორციული ხოლო ცხრა მაჟორიტარული სიით შედის.

სამ წევრს შეიყვანს “ნაციონალური მოძრაობა” რომელიც საკრებულოში პროპორციული სიით შედის.

ორ წევრს შეიყვანს პატრიოტთა ალიანსი ხოლო ერთს “ევროპული საქართველო”.

საკრებულოს 24 წევრიდან ქალი მხოლოდ ერთი იქნება, რომელსაც “ქართული ოცნება” შეიყვანს.

შეგახსენებთ, ქედაში სადაც აჭარის მასშტაბით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფისქირდა, საოლქო კომისიის წინასწარი მონაცემებით, აქაც ქართული ოცნების კანდიდატი ლევან გორგილაძე ლიდერობს, მან ხმათა 65% მოიპოვა

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები