ქედის საკრებულოს შუქრი თურმანიძე უხელმძღვანელებს

ქედის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს №01-06/17 პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც ოფიციალურად N 80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ალი ნაკაშიძემ გახსნა. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ტარიელ მანველიძე უძღვებოდა. რეგლამენტის შესაბამისად, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა, თავმჯდომარედ შუქრი თურმანიძე აირჩიეს, ხოლო მოადგილედ რომან დავითაძე.
დღესვე, შეიქმნა ორი ფრაქცია და არჩეული იქნა კომისიის თავმჯდომარეები.
სხდომის დასასრულს, თანამდებობა ახალ თავმჯდომარეს ამირან ცინცაძემ ოფიციალურად გადაულოცა.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები