ქედის, შუახევისა და ხულოს რესურსცენტრები 2017 წლის Suzuki Vitara-ს 130 740 ლარად შეიძენენ

მე-3 კლასის მსუბუქი, მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენას გეგმავს ხულოს, ქედისა და შუახევის რესურსცენტრები, რაზეც მუნიციპალიტეტის რესურსენტრებმა 2017 წლის 14 ივლისს გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადეს, ერთი ავტომანქანის შეძენის ღირებულება 50 000 ლარი იყო, სადაც გამარჯვებულად შ.პ.ს “ჯი-თი მოტორსი” გამოავლინეს, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი კომპანია იყო.

“ჯი-თი მოტორსმა” ერთიან ელექტრონულ სისტემაში ბოლო შეთავაზებით 43, 580.00 ლარი დააფიქსირა და გამარჯვებული გახდა.

სატენდერო პირობის თანახმად, ავტომანქანა 2017 წლის გამოშვება უნდა იყოს. ძრავის მოცულობა არანაკლებ 1,3 და ცხენის ძალა არანაკლებ 82. ხოლო საშუალო წვა 100კმ/ზე არაუმეტეს – 9.3 ლიტრი.

„აიპრესი“ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით ხულოს, ქედის და შუახვის რესურსცენტრის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა, თუმცა, ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ მიქელაძემ აღნიშნულ საკითხთნ დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა.

შუახევის რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ გოგრაჭაძე „აიპრესთან“ განმარტავს, რომ „ავტომანქანის შეძენის აუცილებლობა რთული რელიეფიდან და იმ მონიტორინგიდან გამომდინარე გახდა საჭირო, რასაც რესურსცენტრი მუნიციპალიტეტის სკოლებში ახროციელებს.

„ ავტომანქანის შეძენა აუცილებელი იყო, იქედან გამომდინარე, რომ რაიონის ტერიტორიაზე 44 სკოლა გვაქვს. ხშირად გვიწევს მონიტორინგზე მისვლა სკოლებში, ასევე ვაწარმოებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესის დროს, კვირის განმავლობაში დაახლოებით 3-4 სკოლაში ვახორციელებთ მონიტორინგს. მუნიციპალიტეტის რთული რელიეფიდან გამომდინარე ბუნებრივია მაღალი გამავლობის ავტომანქანა გახდა საჭირო“- განაცხადა ედუარდ გოგრაჭაძემ.

როგორც „აიპრესს“ ქედის რესურსცენტრში ხელმღვანელმა დურმიშხან შავიშვილმა განუცხადა:

„ზემო აჭარა არის მაღალმთიანი რეგიონი, რთული ბუნებრივი რელიეფითა და კლიმატური პირობებით. ქედის რესურსცენტრის დაქვემდებარებაშია 29 საჯარო სკოლა და მათზე ადმინისტრაციულად დაქვემდებარებული 32 დაწყებითი კლასი (ეს არის 1-4 კლასები, რომლებიც განთავსებული არიან ცალკე შენობაში სხვადასხვა სოფლებში), რომლებიც მუნიციპალიტეტის ცენტრიდან მდებარეობენ სხვადასხვა მიმართულებით და დაშორების მანძილი ზოგიერთი სკოლისათვის შეადგენს 30 კილომეტრს.

რესურსცენტრის დებულებისა და „საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონი”-ს შესაბამისად, რესურსცენტრს გვევალება საჯარო სკოლების სისტემატიური მონიტორინგი (კვირაში სამჯერ), სკოლებში გასვლა და გარკვეული საკითხების შესწავლა“.
“Ipress.ge”n

სხვა ვიდეოები