ქედის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს

ქედის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს. ხატების საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა ეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს. ქედის მუნიციპალიტეტში ხატები დარძანებული იქნებიან ერთი კვირის მანძილზე – 03.09.2017-დან 10.09.2017-მდე. კვირის განმავლობაში საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი საღვთისმსახურო მსახურება ჩატარდება ქედის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. ყოველდღიურად (წირვის შემდეგ და საღამოს 19:00 საათზე) გაიმართება ხატების მოგზაურობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო შეხვედრები მრევლთან. ორგანიზებას საქართველოს საპატრიარქო – სხალთის ეპარქია და საზოგადოება „ივერიისა“ გაუწევს.

“ქედისმუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები