ქეთი მელუა ბათუმშია

ხვალ ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე 21 სიმღერას შეასრულებს, მათ შორის ორი ქართული იქნება. ერთი კომპოზიცია კი გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად შესრულდება.

კონცერტის ორგანიზატორების თქმით, კონცერტზე შესრულდება როგორც ახალი სიმღერები, ისე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ჰიტები. კონცერტი საათნახევარი გაგრძელდება და მომღერალი მაყურებელს კარგ, დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება.

კონცერტის დეტალებზე მომღერალმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ბათუმში ცხოვრების წლებიც გაიხსენა. „მე ამ კონცერტს ისტორიულს ვეძახი უკვე. ძალიან მიხარია ბათუმში დაბრუნება. ყოველ ზაფხულს აქ ვიყავი, დილით და საღამოთი ზღვაზე. აჭარულ ხაჭაპურზე ვგიჟდებოდი. არ მჯერა, ათი წლის წინ ვიყავი ბათუმში კონცერტზე და ისევ ვარ ჩემს ქალაქში“, – ამბობს ქეთი მელუა.

ქეთი მელუა საქართველოში ბენდთან ერთად ჩამოვიდა. პრესკონფერენციიდან მომღერალი შეკვეთილში Black Sea Arena-ზე გაემგზარა, სადაც რეპეტიცია გაიმართება. „ზაფხულის დღესასწაული” – ასე ეწოდება შოუს, რომლითაც მომღერალი ხვალ მაყურებლის წინაშე წარდგება.
“იმედი tv”

სხვა ვიდეოები