ქობულაძეების 5 წევრიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას დააბინავეს

მერიაში მოქმედ საგანგებო შტაბში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ზვარეში ქობულაძეების ოჯახი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. მეწყრული პროცესების გამო, ყველა მიმართულებით ოჯახთან მისასვლელი გზა იყო ჩაკეტილი.

მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის ქედის სამსახურის უფროსი რაული ბარამიძე, საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენელი თემური დევაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, შტაბის სხვა წევრებთან ერთად, სიტუაციას ადგილზე გაეცნენ და მათი გადაწყვეტილებით, მაშველი მეხანძრეების მიერ, ოჯახის ხუთივე წევრი ოპერატიულად გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან და უსაფრთხო ადგილას, ნათესავის ოჯახში დააბინავეს. ქობულაძეების ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ. საგანგებო შტაბი აგრძელებს მთელი ღამის განმავლობაში მუშაობას.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები