ქობულეთის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. სოციალურ ქსელში, ჟურნალისტ ზურა ბაუჟაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: “ქობულეთის რესურსცენტრის სიახლოვეს მომხდარ ინციდენტს და ჩხუბს, რომლის დროსაც ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დაიჭრა კიდეც. სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჩხუბში მონაწილე პირები სკოლის მოსწავლეები იყვნენ”.

სროლის ფაქტს ადასტურებენ თვითმხილველებიც.”სროლის ხმა იყოო,პატრულიც მოვიდა, თუმცა გარეთ არ გავსულვართ, ამიტომ არ ვიცი რამოხდა” – აცხადებენ იქვე მცხოვრებლები.

სროლის ფაქტს ადასტურებენ ქობულეთის სასწრაფო დახმარების ცენტრში, მათი ინფორმაციით ახალგაზრდა ბიჭი ჭრილობით საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს.

ჩვენი ინფორმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტს საოპერაციოდ ამზადებენ. ის ფეხშია დაჭრილი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები