ქობულეთის გაზმომარაგებაში შეზღუდვებია

ქობულეთში გაზმომარაგებაზე შეზღუდვებია. 5000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარის” რეგიონული ოფისის ინფორმაციით მოსახლეობას გაზის მიწოდება ხვალ დილით 10 საათიდან აღუდგება.

შეფერხების მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოებია. კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გაზის დანადგარებს და დახურულ მდგომარეობაში იქონიონ ონკანები.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები