ქობულეთის კულტურის ცენტრი იუბილარია

კულტურის სახლში ქობულეთის კულტურის ცენტრის 10 წლის იუბილე გაიმართა. კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა ვოკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. გაიხსენეს ღვაწლმოსილი კულტურის მუშაკები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კულტურის სფეროს განვითარებაში.
კულტურის ცენტრის თანამშრომლებს იუბილე მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ წარმომადგენლებმა მიულოცეს.
“ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები