ქობულეთის კულტურის სახლში საბავშვო კონცერტი გაიმართა

ქობულეთის კულტურის სახლში „დები ჭოხონელიძეების საბავშვო სტუდიის“ ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონცერტზე სტუდიის აღსაზრდელები განახლებული რეპერტუარით წარსდგნენ. მათ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომრები შეასრულეს. წმ. გიოგის სახელობის საბავშვო ბაღთან არსებული „დები ჭოხონელიძეების საბავშვო სტუდიის“ ფილიალი ქობულეთში 2015 წლიდან ფუნქციონირებს. სტუდიის ორგანიზებით ხშირად იმართება საბავშვო კონცერტები. საახალწლო კონცერტი ქობულეთის მერიისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები