ქობულეთის მერიაში 7 ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში 6 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა

ქობულეთის მერიაში 7 ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში 6 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობას მალხაზ რომანაძე დაიკავებს, იგი ამ თანამდებობაზე ადრეც იყო.  შემდეგ კი გამგებლის მოადგილე იყო.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციაზე გამარჯვებულია გოგი ვერულიძე, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მიზეზად აპლიკანტების არასაკმარისი კვალიფიკაცია დასახელდა.

აღნიშნული პოზიციები მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც მერიის ზედამხედველობისა და ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილმა უფროსებმა საკრებულოში გადაინაცვლეს.  კონკურსში გამარჯვებულები უფლება-მოვალეობის შესრულებას თებერვლიდან შეუდგებიან.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები