ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

ქობულეთის კულტურის სახლში ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით ქობულეთის 2018 წლის ბიუჯეტი საერთო ჯამში 25 656 100 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი რჩება.
ქალაქ ქობულეთის მერმა პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 15 ნოემბრამდე წარუდგინა, რის შემდეგაც ორი დღის ვადაში ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი საკრებულოს აპარატმა საჯარო განხილვისათვის გამოაქვეყნა. წინასწარი განხილვების შემდეგ, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა, საკრებულოს თავმჯდომარე ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით მერს უკან დაუბრუნებს. ქალაქის მერი ვალდებულია განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს. საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. დამტკიცებული ბიუჯეტის გამოქვეყნებას და ბიუჯეტის ტექსტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები