ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილებოდა . სხდომაზე პირველ საკითხად დეპუტატებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზანშეწონილობის, განკარგვის ფორმებისა და პირობების განსაზღვრის კომისიის მიერ განხილული საკითხების შესახებ და სეზონური იჯარების გაცემაზე შემოტანილი 22 მოქალაქის განცხადებაზე თანხმობა განაცხადეს.
თანხმობა მიეცა სს ,,სილქნეტი“-ს გამოიყენოს საზოგადოებრივი სივრცე ქ.ქობულეთი, რუსთაველის ქუჩის N121-ის მიმდებარედ სატელეფონო კომუნიკაციის მოწყობისათვის და შპს ,,სოკარ-ჯორჯია გაზი“-ს საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობისათვის გამოიყენოს საზოგადოებრივი სივრცე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, სოფელ კვირიკეს, სოფელ შუაღელეს , სოფელ თიკერისა და ცეცხლაურის ტერიტორიაზე.
“ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები