ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე ოფიციალური ვიზიტით ბელორუსიის რესპუბლიკა, მაგილევის ოლქის ქალაქ ბობრუისკში იმყოფებოდა

შვიდი ქვეყნიდან მოწვეულ სტუმრებს ქალაქის მერმა ალექსანდრე სტუდნევმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მე-9 საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი, ქალაქ ბობრუისკის დაარსებიდან 630 წლის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები და საერთაშორისო ფესტივალი-„მეგობრობის თაიგული“ .ვიზიტის დასასრულს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბობრუისკს შორის გაფორმდა დამეგობრების მემორანდუმი, რაც ორ ქალაქს შორის შემდგომში მეგობრული, კულტურული, ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას და ტურიზმის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

სხვა ვიდეოები