ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალთა პოლიტიკურ აქტიურობასა და გენდერული თანასწორობის ასპექტებზე ისაუბრეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს , მუნიციპალიტეტის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, მერობისა და დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა პოლიტიკურ აქტიურობასა და გენდერული თანასწორობის ასპექტებზე ისაუბრეს.
პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

წყარო: “ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო”

სხვა ვიდეოები