ქობულეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ განყოფილებაში სუპერვიზირება ჩატარდა

ოჩხამურის საჯარო სკოლის ისტორიის მოყვარულთა კლუბის “გორდა”-ს მოსწავლეებმა ქობულეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ განყოფილებაში სუპერვიზირება ჩაატარეს.

პროექტი,რომლის ხელმძღვანელი გახლდათ ქ-ნ მარინა ხაბაზი ითვალისწინებდა წარმოდგენილი სკოლის IX-X-XI კლასის მოსწავლეთა ღია გაკვეთილს, რომელიც ეხებოდა ქობულეთში დამკვიდრებულ ტრადიციებსა და ადათ-წესებს. ქობულეთის მუზეუმის ეთნოგრაფიული გამოფენების შესახებ მოსწავლეებს ესაუბრა მუზეუმის ექსპოზიციის ხელმძღვანელი ქ-ნ მადონა ბასილაძე.

წყარო:”ქობულეთის მუზეუმი”

სხვა ვიდეოები