ქობულეთის სამ სოფელს მესამე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება

ქობულეთის სამ სოფელს მესამე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. სტიქიის შედეგად ციხისძირისადა ბუკნარის წყლის სათავე ნაგებობები ქვიშით გაივსო, ხოლო ოჩხამურის სათავე ნაგებობას ტრანსფორმატორი დაუზიანდა.

„ქობულეთის წყლის“ დირექტორის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დარჩენილია 4 მონაკვეთი და გასაწმენდად  ტექნიკა მუშაობს. დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ. ორი დღის განმავლობაში  მეწყერი 17 საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა, მათგან 2 ოჯახი დროებით თავს ახლობლებთან აფარებს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები