ქობულეთში ახალი სასწავლო წლიდან 1 225 მოსწავლეს სასწავლო გარემო მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობას აგრძელებენ. ამჯერად, მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე და მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაციის კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

ახალი სასწავლო წლიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში 1 225 მოსწავლეს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება სასწავლო გარემო. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა სახალვაშოსა და ქობულეთის #3 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. ამ პერიოდისათვის მიმდინარეობს კვირიკეს N1 და ზედა დაგვის დაწყებითი სკოლების რეაბილიტაცია.

ასევე, ხორცილედება ოჩხამურის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია და უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება გორგაძეების საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. მინისტრის მოადგილეებმა ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

პროექტის მიხედვით სკოლაში მოეწყო ახალი სახურავი, განახალდა და მოწესრიგდა საკლასო ოთახები, განხორციელდა დაზიანებული სკოლის ფასადის სრული რეაბილიტაცია. სკოლას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით ახალი სასკოლი ინვენტარი გადაეცა.

სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაციის კონტროლის განმახორციელებელმა ჯგუფთმა დადებითად შეაფასა კვირიკეს N1 , ზედა დაგვის დაწყებითი სკოლისა და ოჩხამურის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები