ქობულეთში “ალილოს”მსვლელობა ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმართულებით დაიწყო

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საუფლო დღესასწაული ქობულეთშიც ტრადიციულად – სარკმელში ანთებული საშობაო სანთლით, საშობაო ღვეზელითა და ალილოთი აღინიშნა.

ტაძრებში აღვლენილი საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ მრევლმა სახალხო მსვლელობა მოაწყო, ტაძრებიდან ქუჩებში გადაინაცვლა და მსვლელობა ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმართულებით დაიწყო.

მეალილოები ღვთის სადიდებელ საგალობლებს ასრულებდნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ თანამოქალაქეებს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ანსამბლ „ქობულეთთან“ ერთად მეალილოებს ცენტრალურ მოედანზე შეეგება და საშობაო ძღვენი გადასცა.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები