ქობულეთში ფესტივალისთვის შექმნილი ციტრუსის ფიგურა დააზიანეს

ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ “ფეისბუქზე” ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ასახულია დაზიანებული მანდარინის ფიგურა, რომელიც საგანგებოდ ციტრუსის ფესტივალისთვის დადგეს ქობულეთში.

“ჩვენ უმოკლეს დროში ვუზრუნველყოფთ აღდგენას, მაგრამ სირცხვილია” – წერს მირიან ქათამაძე.ქობულეთში ციტრუსის ფესტივალი 27 დეკემბერს გაიხსნა. ღონისძიება „აგროსერვის ცენტრის“ ორგანიზებით იმართება და მასში რეგიონში მოქმედი 40-მდე კომპანია და ფერმერი მონაწილეობს.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები