ქობულეთში ინტოქსიკაციის სიმპტომებით 14 მოზარდი სტაციონარში მოათავსეს

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის 12 მოსწავლე სკოლიდან საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს. ქობულეთის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ბავშვებს გულისრევა და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ.
ბავშვებზე დაკვირვება გრძელდება. რეფერალური ჰოსპიტალის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კი, საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით ამ ეტაპზე 14 პაციენტია მოთავსებული.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები