ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში პოლიციის ახალი უფროსები დანიშნეს

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის პოლიციის სამმართველოებს ახალი უფროსები ჰყავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის სამმართველოს უფროსად დაინიშნა ვახტანგ ტერაშვილი, რომელიც ამ დრომდე აჭარაში ნარკობიუროს უფროსად მუშაობდა.

ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს დავით რიჟვაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ქალაქ ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში მუშაობდა.

რაც შეეხება შუახევს, აქ სამმართველოს უფროსად დავით ბეჟანიძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ხელვაჩაურის პოლიციის ჩაისუბნის განყოფილების უფროსი იყო.

 


აჭარაში შსს-ს ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს პოლიციის სამმართველოების უფროსების თანამდებობები ბოლო რამდენიმე თვეა ვაკანტური იყო. რაც შეეხება ქობულეთის სამმართველოს, აქ თანამდებობიდან წასვლის შესახებ პატაკი ზაზა გურჩიანმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაწერა.

ამ დროისთვის ვაკანტური რჩება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონულ სამმართველოს  უფროსის თანამდებობა.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები