ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ ზღვის სანაპიროს ზოლის მოწესრიგება მიმდინარეობს

მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ ზღვის სანაპიროს ზოლის მოწესრიგება მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ზამთარში ძლიერი შტორმის შედეგად მდინარეებმა კალაპოტი შეიცვალა და სანაპიროს კილომეტრიანი მონაკვეთი დააზიანა.

მდინარის კალაპოტის შეცვლის გამო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით შესაბამის სამსახურებთან ერთად მოხდა საკითხის შესწავლა და პრობლემის მოგვარების მიზნით ღონისძიებები გატარდა.

მოხდა მდინარეების კალაპოტის გასწორხაზოვნება, ამ ეტაპისთვის დაზიანებული პლაჟის აღდგენა მიმდინარეობს.

პლაჟის დაჭაობებული მონაკვეთის ქვიშით ამოვსება რამდენიმე დღეში დასრულდა.
“ipress.ge’

სხვა ვიდეოები