ქობულეთში პოლიციელებზე ფიზიკური შეურაცყოფისთვის ძებნლი მეორე პირი დააკავეს

ორი დღის წინ პოლიციელზე ფიზიკური შეურაცყოფისთვის ბრალდებით ძებნილი მეორე პირი დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს. 21 წლის გიორგი ანთაძე ბათუმში ერთერთი საადვოკატო ფირმის ოფისში აიყვანეს, რასაც ახლობლების პროტესტი მოჰყვა. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით მამაკაცი თავად აპირებდა პოლიციის სამმართველოში გამოცხადებას და ჩვენების მიცემას:

“გიორგი ანთაძე დღეს გამოცხადდა ჩემთან ოფისში, იმისთვის, რათა ჩაბარებულიყო, მე დავურეკე პოლიციის სამმართველოს, ვაცნობე, მაგრამ პოლიციამ არ გვაცალა იქამდე მისვლა და დაგვასწრო, მას ბრალი პოლიციაზე თავდასხმაში ედება, თუმცა არ ვეთანხმებით,” – აცხადებს გიორგი ანთაძის ადვოკატი პაატა ნაკაიძე.

ორი დღის წინ ქობულეთში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ კი ორი პოლიციელი დაშავდა. ერთ-ერთის დაკავება ადგილზე მოხდა, მეორე კი სამართალდამწველებმა დღეს აიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა ვიდეოები