ქობულეთში ქუჩებს შორის გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქობულეთში ქუჩებს შორის გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირიდან რუსთაველის ქუჩაზე 4 გადასასვლელს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ხოლო ქუჩის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.
ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის 614 551 ლარია გამოყოფილი. პოექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები