ქობულეთში საცხოვრებელი სახლი იწვის

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში  საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე  სამაშველო და სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა ამ წუთებშიც მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. დეტალებს გამოძიება დაადგენს.

სოფელ კვირიკეში გამგებლის წარმომადგენელი, ედიტა გოგიტიძე ამბობს, რომ ზურაბ ღაღაიშვილებისსაცხოვრებელი ნაწილობრივ დაიწვა. ხანძრის დროს სახლში მხოლოდ ერთი ქალი იმყოფებოდა, რომელმაც ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა მოახერხა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები